მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარის სახით გირაო შეეფარდათ – სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
პროკურატურა თითოზე მილიონ ლარს ითხოვდა.
სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის შუმადგომლობა და ისინი ქვეყანას თანხმობის გარეშე ვერ დატოვებენ.
ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.