ხაზარაძის მიერ დაფუძნებული მოძრაობა ბიბლიურ-მისტიურ წარმოდგენას გავდა- “ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოსლკი ხაზარაძის “ლელოს” პრეზენტაციას აფასებს.
„მართალი გითხრათ, არ მოველოდი, რომ ასეთი ბიბლიური, მისტიური, ლირიული წარმოდგენა ექნებოდა – ლელო, საქართველო, პოეზია. მეტს მოველოდი. არ ვიცი, ვნახოთ მომავალში როგორ განავითარებს. მე ძალიან მდარე შთაბეჭდილება დამრჩა.
ვფიქრობ, პოლიტიკურმა პარტიებმა ყველამ უნდა გადავხედოთ ჩვენს ყოფიერებას, რადგან საზოგადოებამ გარკვეულწილად გაუსწრო პოლიტიკური კულტურით პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც კვლავ ძველ ჩარჩოში აგრძელებენ ერთმანეთთან პოლემიკას. ისე იქნება, როგორც საზოგადოება გადაწყვეტს. ვინ შემოვა პარლამენტში, ვინ არ შემოვა, ვინ დარჩება პოლიტიკურ ველზე და ვინ არა, ამას წყვეტს ამომრჩეველი“, – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს, ანაკლიაში გამართა და მოძრაობის სახელწოდებად “ლელო” დაასახელა.