ხდება ამ საკითხის ხელოვნურად თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის-ბახტაძე ლგბტ თემის უფლებებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, ერთ-ერთი შეკითხვა ლგბტ თემის გამოხატვის უფლებებს შეეხო. ბახტაძის აზრით, ეს თემა საზოგადოებისთვის ხელოვნურად არის თავს მოხვეული.

“მე ვფიქრობ ეს საკითხი არის ხელოვნურად მოხვეული და ემსახურება იმას რომ საქართველოში იყოს აგრესიული დღის წესრიგი. მე არ ვფიქრობ რომ ეს საკითხი საქართველოში არის პრობლემური

საქართველოს აქვს კანონმდებლობა თითოეული ადამიანის უფლებები არის დაცული, ჩემი აზრით, ხდება ამ პრობლემის გაზვიადება საქართველოში თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის, ვინაიდან თითოეული ადამიანის უფლება არის დაცული, პრობლემა არის საქართველოში ოკუპაცია და სიღარიბე..საქრთველოში არის გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილი, ისევე როგორც უსაფრთხოება’-განაცხადა ბახტაძემ.