ბათუმის საკრებულოში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.ოპოზიციასა და “ქართული ოცნების” წევრებს შორის დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციის მოთხოვნა გახდა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ბათუმის მერიაში აიპებში დასაქმებული ადამიანების სიები მოითხოვეს, მათ ეჭვი აქვთ რომ ხალხი სამსახურში პარტიული ნიშნით არის დასაქმებული. ოპოზიციის ამ მოთხოვნას საკრებულოს სხდომაზე ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.
ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ “ბათუმის წყალს”, სანდასუფთავებასა” და სხვა აიპებში ნეპოტიზმია. მათი თქმით, აღნიშნულ სახელმწიფო დაწესებულებებში, ხელმძღვანელი პირების ნათესავები არიან დასაქმებული.
ოპოზიციური პარტიის წევრები “ქართული ოცნების” დეპუტატს სიის გადაცემას სთხოვდნენ, რაზეც ნატალია ზოიძემ უარი განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები პერსონალურ ინფორმაციას ითხოვენ რისი გაცემაც დაუშვებელია.ოპოზიცია მან სასამართლოში გადაამისამართა, თუმცა საკრებულოს სხდომაზე წარადგინა ენმ-ს მიერ უწყებებისთვის გაგზავნილი წერილები, რომელსაც თანდართული ჰქონდა, თანამშრომლების სიაც, რასაც ხმაური მოგყვა.