“ხელებაწეულ ადამიანს სახეში ესვრიან ტყვიას. შენი დედას შე….ი“–დათო ტურაშვილის ემოციური ეთერი(ვიდეო)

მოდით შევთანხმდეთ, რამდენიმე ასეული პოლიტპატიმარი გვყავს საქართველოში. ადამიანი როცა აპროტესტებს ოკუპაციას და მას აპატიმრებს ხელისუფლება ის არის პოლიტპატიმარი. აზრის გამოხატვისთვის არიან დაკავებულები. მოძალადეების მხარეს არასდროს არ ვიქნებით, მოძალადეებმა პასუხი უნდა აგონ, მაგრამ რაც საკუთარი თვალით ვნახეთ იმას ვყვებით. დიდი ნაწილი სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეები არიან დაპატიმრებული. ძალიან მოშორებით იმ ადგილიდან.

სამწუხაროდ მახსენდებოდა ცხრა აპრილი, იგივე მარშრუტი გავიარეთ მაშინ მახსოვს და ჩვენც მასე მოვიქეცით, ბოლოს გავმაგრდით უნივერსიტეტთან. ჩვენც გავმაგრდით იგივე ქუჩებზე . გენეტიკური ინერცია არსებობს ეტყობა, რომ საიდანაც იწყება მეოცე საუკუნის ქართული თავისუფლება იქ მიდიხარ მაინც თავისუფლების დასაცავად, უნივერსიტეტთან. ჩვენც იქ მივედით მაშინ. ეს სულ მახსენდება. ჯერ ეს ერთი, გასაგებია რატომ იწვევდა ამ ასოციაციას, მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რამე არ მინახავს. ორი ომი გადაიტანა მეოცე საუკუნეში მსოფლიომ, რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანი შეეწირა იმ ომებს. არსად არ არის დაფიქსირებული ხელებაწეულ ადამიანს რომ სახეში ესვრიან ტყვიას. შენი დედას შ….ცი, ვინც ამას გიბრძანებს, რომ ხელებაწეულ ადამიანს თავში ტყვია ესროლო, თვალებში, თხუთმეტი წლის ბავშვი დააბრმავო.

ესეთი რამე არ არსებობს არსად, წარმოუდგენელი რამეა.
და გადადგომა არ უნდათ კიდე. და მარტო ძალაუფლების შენარჩუნება უნდათ. და რისთვის?რომ მეტი ფული მოაშთონ და გააკეთონ? რისთვის?
ნაძირალა გავრილოვის გულისთვის ჩვენს შვილებს ტყვიები უნდა ესროლონ? “ – თქვა დავით ტურაშვილმა. რამდენიმე წუთში ის შეუძლოდ გახდა და სტუდია დატოვა.