მეუფე პეტრე სალხინოს სკოლა-პანსიონში მივიდა და აღსაზრდელებს დაემშვიდობა. ამის ამსახველ ვიდეო-კადრებს მთავარი არხი ავრცელებს. ” იმისთვის კი არ გიცავთ მოძალადე სტრუქტურისგან- ხელისუფლების საპატრიარქოსგან რეპრესირებულ ადამიანებს, რომ მათ წინააღმდეგ სახელისუფლებო საერო/ სასულიერო წნეხს საპასუხოდ უმანკო ბავშვების სტრესი და ცრემლი დაახვედროთ?”- აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი.
“აი, ეს კოშმარი((((
რას ჰგავს ეს? მარტვილში, სკოლაში ბავშვებს რომ ატირებს გამომშვიდობებისას პეტრე!!! ბავშვების ზომბირებაღა გვაკლდა!!! ხელები შორს ბავშვებისგან!!!! იმისთვის კი არ გიცავთ მოძალადე სტრუქტურისგან- ხელისუფლების საპატრიარქოსგან რეპრესირებულ ადამიანებს, რომ მათ წინააღმდეგ სახელისუფლებო საერო/ სასულიერო წნეხს საპასუხოდ უმანკო ბავშვების სტრესი და ცრემლი დაახვედროთ?
გახარია იაკობმა დაადანაშაულა პატრიარქის გადაგდების მცდელობაში და ის კიდე პეტრეს აბრალებს გადატრიალებას…
იაკობმა გაახურა და პეტრე დასაჯეს. ეს ხელისუფლება რაცაა, ვხედავთ.
ბავშვებს შეეშვით!!! ხელები შორს ბავშვებისგან!!!!”- წერს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.