“ხელი გამიშვი…სრულიად ზუგდიდი ვითხოვთ…” – ყოფილი მაღალჩინოსნის ახლობლები პროკურატურასთან (ვიდეო)

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ მთავარ პროკურატურასთან, სადაც ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიას ახლობლები მივიდნენ. ქობალია, რომელიც ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არის დაკავებული, დღეს სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ის გასული წლის ნოემბრეში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერთან, ლაშა გოგიასთან და ყოფილ ვიცე-მერთან, გია გულორდავასთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. 

ყოფილ მარალჩინოსნებს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება. დაკავებული თენგიზ ქობალიას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის უკანონო პატიმარია და გისოსებს მიღმა, მტკიცებულებების გარეშე აღმოჩნდა. პროკურატურაში შეკრებილები საქმის პროკურორებთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ აქციას აანონსებენ.