ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ხელისუფლება ცდილობს ქვეყანა კომპრომატებით მართოს:
“აქ მთავარი საკითხი არ არის, ბოკერია დამნაშავეა თუ არა. დიდ სურათს რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ ხელისუფალი ცდილობს, ქვეყანა მართოს კომპრომატით. ანუ, აღძრას საქმე, ჩაკეტოს სეიფში და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაააქტიუროს კომპრომატი, თუ ესა თუ ის ადამიანი მას შეუქმნის პრობლემას. თუ პიროვნება კომპრომატით მართვადია, მაშინ ის არა თუ ხელშეუხებელია, არამედ კარიერის გაკეთების კარგი შანსებიც უჩნდება. ხელისუფალი უსაფრთხოდ მხოლოდ მაშინ გრძნობს, თავს, როდესაც კომპრომეტირებული ადამიანებით არის გარშემორტყმული. ამ შემთხვევაში მას აქვს სისტემასთან მორალური უპირატესობა და მართვის “ეფექტური” ინსტრუმენტი.
დასკვნა თქვენ გააკეთეთ – რა დევს იმ სეიფში ქართული ოცნების ელიტაზე და ოპოზიციის მოზრდილ ნაწილზე და შეუძლია თუ არა დიდწილად კომპრომეტირებულ პოლიტიკას რაიმე სასარგებლო შექმნას ქვეყნისთვის…“– ამბობს გია ხუხაშვილი.