საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაღდათში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და ხელისუფლებას აკრიტიკებს.
“იმ პირობებში როდესაც ოლიგარქი ხარჯავს ათობით მილიონ ლარს მხოლოდ თავისი ხეების გადატანაზე-გადარგვაზე და გზების გაყვანაზე ამ ხეებისთვის, იმ პირობებში როცა დახარჯა 100 მილიონ ლარზე მეტი მარტო გასულ წელს თავის ბინძურ პროპაგანდაზე ფეისბუქ ბოტებზე ტყუილების გასავრცელებლად, მათ ვერ იპოვეს რამდენიმე ასეული ლარი ამ გაუბედურებული ოაჯხის დასახმარებლად და რეალურად სიცოცხლის გადასარჩენად. ასეთი ოჯახები სულ უფრო ბევრია, იმიტომ რომ როცა ხელისუფლება იპარავს აღარ რჩება სახსრები ჩვეულებრივი ხალხისთვის”-აღნიშნავს სააკაშვილი.
სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს გაეროს მონაცემებით, სიღარიბე მინიმუმ 2-ჯერ იყო შემცირებული, ხოლო უნისეფის კვლევებით, ბავშვთა სიკვდილიანობა 3-ჯერ შემცირდა.
“ყველაფერი წაიღეს სახლში და აგრზელებენ საქართველოს ძარცვას, ამათ პირობებში სიღარიბე გაიზარდა მინიმუმ 2-ჯერ. ეს არის ხელისუფლება რომელიც მოვიდა პატარა ბარბარე რაფალიანცის მკვლელობით და აგრძელებს ბავშვების ხოცვას”-აცხადებს საქართველოს ესქპრეზიდენტი.