“ხელისუფლება დროს წელავს და საერთაშორისო პარტნიორებს თვალს უბამს“–შოთა დიღმელაშვილი

ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად მოძრაობა “სირცხვილიას“ ერთ–ერთი ლიდერი და სამოქალაქო პროტესტის აქტივისტი, შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ამბობს, რომ ხელისუფლებას ოპოზიციასთან მოლაპარაკების ფორმატი მხოლოდ დროის გასაყვანად ჭირდება:

“ხელისუფლების მიერ შექმნილ მოლაპარაკების ფორმატი შირმაა. მასზე დაპატიჟებული ოპოზიცია ვერაფრით ისაუბრებს ჩვენი, აქციების საორგანიზაციო ჯგუფის სახელით.

ამ მორიგი ტყუილით ხელისუფლება დროს წელავს და საერთაშორისო პარტნიორებს თვალს უბამს, თითქოს პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციას ცდილობს.

#სირცხვილიას არდაშვება მოლაპარაკებებზე ხელისუფლების მცდელობაა, ძირითადი მხარე დიალოგს გამოთიშოს და აქციები პარტიების მიერ მართულად წარმოაჩინოს. ამასთან, გააჩინოს დაპირისპირების კერები სამოქალაქო და ოპოზიციური სპექტრის ერთობაში.

ერთადერთი შეთანხმება, რასაც განვიხილავთ პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციის სანაცვლოდ პროპორციული არჩევნებია. თანახმა ვართ ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად შევთავაზეთ. სხვა რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ, არ გვაინტერესებს.“– წერს დიღმელაშვილი.