“ხელისუფლება მტკიცედ დაადგა შევარდნაძის და ასლან აბაშიძის გზას“– გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ

სასტუმრო ბილტმორში გამართული ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების თითქმის ექვსსათიანი შეხვედრის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება შევარდნაძის და აბაშიძის გზას დაადგა:

“მმართველი გუნდი ამ შეხვედრაზე მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ განიცდიდა განწუყვეტლივ პრესს საქართველოს მოქალაქეებისგან, ოპოზიციისგან და საერთაშორისო საზოგადოებიდან. ისე არავითარ დიალოგზე არ წამოვიდოდა.

აბსოლუტურად არაფრისთვის მზად არ იყვნენ არც წინადადება და არც იდეა არ ქონდათ.

უარი თქვეს იმ წინადადებაზე, რომელიც მოამზადა ოპოზიციამ და 30–მა პარტიამ მოაწერა ხელი.

ჩვენ დავადასტურეთ: მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა დამთავრდა უშედეგოდ, თუ იქნება მეორე რაუნდი, მასაც დავესწრებით. არ მივცემთ არასოდეს ე.წ. ქართულ ოცნებას და მმართველ გუნდს იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია მზად არ არის საუბრისთვის.

ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები არიან შუამავლები და მათ არ შეიძლება ქონდეთ რამე შემოთავაზება, გარდა იმისა, რომ საქარველოში დამკვიდრდეს პოლიტიკური კულტურა, რომ იდეოლოგიური განსხვავებები არ იყოს სამკვდრო სასიცოცხლო ომის საფუძველი.“– აცხადებს ვაშაძე.

რაც შეეხება სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრაზე არ დასწრების ფაქტს, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ფორმატი შედგენილია საერთაშორისო მედიატორების მიერ. ოპოზიციამ ითხოვა სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობა, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო.

გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება ზუსტად ისევე, როგორც იყო:

“არაფერი დღეს ჩვენ არ გაგვიგია ისეთ, რაც შეანელებს საპროტესტო აქტივობას . ხელისუფლება მტკიცედ დაადგა შევარდნაძის და ასლან აბაშიძის გზას და ეს გზა როგორ მთავრდება კარგად ვიცით.“– აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.