მოძრაობა „ლელოს“ ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ, ფიქრია ჩიხრაძემ და დავით უსუფაშვილმა დღეს ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრაზე მამუკა ხაზარაძემ 14 დეკემბერს ხელისუფლებისმიერ დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ხელისუფლება რომელიც აქციას მართავს იმ ხელისუფლების საქმე დასრულებულია.
„ზუგდიდში მოსახლეობას შევხვდით და გავაცანით სამომავლო გეგმები პარტიასთან დაკავშირებით, რომელსაც თვის ბოლოს ვაფუძნებთ, ასევე უახლოეს მომავალში გავხსნით რეგიონულ ოფისს ზუგდიდში. ხელისუფლება, რომელიც აწყობს აქციებს იმ ხელისუფლების საქმე წასულია. ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს კაბინეტებში და ოფისებში ქვეყნის ბედი. მაგრამ ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია გეგმა. ჩვენ ვიქნებით იქ სადაც იქნება პროტესტი – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.