“ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ადამიანის პირადი ცხოვრება” – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა.
უილსონმა დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დაგმო და იმედი გამოთქვა რომ საქმე დროულად იქნება გამოძიებული.
“პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თავიდან გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვნახე პრესაში. ეს რა თქმა უნდა, გასაკიცხი და ძალიან ცუდია, როდესაც ხდება ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფა და შესაბამისად ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის პირადი ცხოვრება და ვფიქრობ, ეს საკითხი გამოძიებული იქნება ისე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ”,- განაცხადა უილსონმა.