სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი ცოტა ხნის წან ამოქმედებულ საპენსიო რეფორმას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ამბობს, რომ დაგროვებითი პენსიის სისტემა არის თაღლითური სქემა და გაუაზრებელი პროექტი. ელისაშვილი აცხადებს, რომ ბევრი რამე რეფორმაში გათვლილი არ არის და შესაბამისად, ის შესაჩერებელია. ალეკო ელისაშვილი საპენსიო სააგანეტოს ხელმძღვანელს ლევან სურგულაძეს დებატებში იწვევს. “დებატებში ვიწვევ არა იმიტომ, რომ ამ მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირთან ლაპარაკი მეხალისება, არამედ, იმისთვის, რომ დებატებში მოსახლეობა კიდევ ერთხელ დავარწმუნო იმაში, რომ ეს არის გაუაზრებელი, მძარცველური და თაღლითური პროექტი”, აცხადებს ელისაშვილი.














