ხელისუფლებამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა -ეს განცხადება ხეჩინაშვილის კლინიკაში მისულმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
“მომხდარზე რა უნდა ვიფიქრო? შევარდნაძის დროს, საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლეს, ამ დროში კი, მისი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტეს. უფლის წყალობით გადარჩა. ექიმებმა ცოტნეს გადარჩენა შეძლეს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მთელს მედპერსონალს. იმედი მაქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება.
სიმართლე გითხრათ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ. გამოძიება დაადგენს. ამ საკითხზე არიან ადამიანები, რომლებიც საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. ყველა ის ადამიანი დაისჯება, ვინ ამ საზარელ ამბავში მონაწილეობდა. თუ ხელისუფლება არ დასჯის, ხალხი დასჯის. რა მოხდა, რისთვის მოხდა, ჯერჯერობით არ ვიცით“-აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ცოტნე გამსახურდიას წუხელ ორი ოპერაცია ჩაუტარდა.მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.