ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიპლომატიური კორპუსის ინიციატივთ და ორგანიზებით მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართება. შეხვედრას ამჯერადაც დაესწრებიან საქართველოში აკრედირეტებული ელჩები. შეხვედრა ამჯერად სასტუმრო შერატონში გაიმართება.
პირველი შეხვედრა 30 ნოემბერს სასტუმრო ბილტმორში შედგა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათ პოზიცია არ შეუცვლიათ ე.წ. გერმანული მოდელის არაკონსტიტუციურობის შესახებ და ეს პოზიცია არც შეიცვლება, რადგან ოპოზიციას არგუმენტები არ აქვს.
ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ ხელისუფლების სიჯიუტის მიუხედავად პროცესი ამით არ დასრულდებოდა და მზადყოფნას გამოთქვამდნენ მოლაპარაკების გაგრძელებისთვის.
ე.წ. გერმანული მოდელის შემოღების ინიციატივით ოპოზიცია მას შემდეგ გამოვიდა, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტი ჩააგდო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ოპოზიცია ამბობს, რომ გერმანული მოდელი ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია და მას საკონსტიუციო ცვლილება არ ჭირდება.
ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ თემა დახურულია. თუმცა როგორც ჩანს საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით ის იძულებულია მოლაპარაკების პროცესში ჩაერთოს.