„მოკლედ, „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით მჯდომი ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რომ ეს ძალა მათ ყოველთვის გადააგდებს“,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.
ჭიჭინაძის ამბობს, რომ მაშინ როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ არ მოსულა ხელისუფლებაში პროპორციულ საარჩევნო სისტემას უკვე თავის მონაპოვრად თვლის.
„მოკლედ, „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით მჯდომი ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რომ ეს ძალა მათ ყოველთვის გადააგდებს. თანაც, ის „ქართული ოცნებისგან“ არც არაფრით განსხვავდება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს დიფუზიაა, ქიმიური პროცესი. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად შესისხლხორცდნენ. „ნაცები“ ჯერ არ მოსულან ხელისუფლებაში და პროპორციული სისტემა თავის მონაპოვრად იჩემებენ. „ოცნება“ – ხელისუფლებაში დარჩენის დაუოკებელ სურვილს ქვეყნის გადარჩენასთან აიგივებს. და ჩვენ ამ კომედიას ვუყურებთ…“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.