ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა, რომ საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყველა ხელისუფლება ერთი და იმავე შეცდომებს უშვებს. პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი ევროპარლამენტში მიმდინარე სემინარზე იმყოფებოდა, რომელიც მშვიდობის აღდგენისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხში ეკლესიის როლს ეხებოდა.
“ნებისმიერი ხელისუფლების დროს ერთმმართველობამ ლამის დაღუპვამდე მიიყვანა ერი. შევარდნაძის დროსაც, სააკაშვილის დროსაც და ახლაც ხედავთ, პროცესები ალბათ უკეთესად რომ იყოს, აჯობებდა.
“ჯერ გამსახურდია გააძევეს საქართველოდან ასე ვთქვათ, კანონიერი პრეზიდენტი იყო, გააძევეს. რომ ჩამოვიდა საქართველოში – მოკლეს. მის გარემოცვას რა მოუვიდა, ზოგი უცხოეთში გაიქცა, ზოგი დაიჭირეს. მერე შევარდნაძე ფაქტობრივად კრწანისში იყო, სამსახურიდან გაუშვეს. მისი გარემოცვიდანაც ბევრი გაიქცა საზღვარგარეთ, ბევრი დაიჭირეს. მერე სააკაშვილის ხელისუფლება, რამდენი გაიქცა, რამდენი დაიჭირეს. მაგ იმაზე თუ წავედით, ისევ ეს მოხდება და ერთ წრეზე უდნა ვიტრიალოთ” – განაცხადა მეუფე იაკობმა.
„ქართველებს გვოგონია, რომ ყველა ძლიერები ვართ. ჯერ არ მომხდარა, მაგრამ თუ გაგრძელდა, განმეორდება ისტორიის მაგალითები. თვითონაც ევროპაშიც ფიქრობენ, რომ მაგ გზით შორს ვერ წავალთ, გაკეთებულიც აღარ ჩანს ხოლმე და შეხედეთ როგორ მთავრდება. გამსახურდია გააძევეს, კანონიერი პრეზიდენტი იყო, ჩამოვიდა მოკლეს. მის გარემოცვას რა მოუვიდა. შევარდნაძე კრწანისში იყო და გაუშვეს სამსახურიდან, მაგის გარემოცვიდანაც ბევრი გაიქცა, მერე სააკაშვილის დროსაც გაიქცნენ, ზოგი ციხეშია. ისევ იგივე მოხდება და წრეზე უნდა ვიტრიალოთ“, – ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.
„ბრიუსელში საღად აზროვნებენ. ჩვენთან საბოლოოდ ყველა ხელისუფლება ბოლშევიკი ხდება, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ქართველს ხალხს როგორც უნდა ისე იქნება ყველაფერი“, – ამბობს მეუფე იაკობი.