ხელს ისეთს მოგკიდებ რომ შეიძლება ვეღარ გამაშვებინონ…მელია–თალაკვაძის დაპირისპირება განათლების კომიტეტში

განათლების კომიტეტის  სხდომაზე მინისტრის მოსმენისას დაპირისპირება ზუგდიდის 6–ე სკოლის დირექტორის გარდაცვალების საკითხის განხილვას მოჰყვა. სხდომას გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელაია და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.  ოპოზიციამ მინისტრი სკოლებში ზონდერების გაგზავნასა და დირექტორის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.