“ხმალაძის ოჯახი ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი გვიჯდება”- ლევან ხაბეიშვილი კორუფციულ სქემებზე საუბრობს, რომელშიც მისი განცხადებით, თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის ძმა არის ჩართული. ლევან ხაბეიშვილი მოითხოვს დაკითხონ ირაკლი ხმალაძის ძმა ჯაბა ხმალაძე.
“ხმალაძის ოჯახი ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი გვიჯდება. 200 ათასი ლარი არ აკმაყოფილებს ხმალაძის ძმას და 7 მილიონიან კონტრაქტს ტენდერის გარეშე უფორმებს კომპანიას, რომელიც თაღლითობაში არის ბრალდებული დადასტურებულად სუსის მიერ.შენ რა კაცი გამოდიხარ ამ დროს წესიერი და პატიოსანი თუ კორუმპირებული? ჩვენი მოთხოვნა არის ძალიან მარტივი დაიკითხოს კალაძის მოადგილის ირაკლი ხმალაძის ძმა ჯაბა ხმალაძე, რომლის ოჯახის წევრებიც ასევე არიან დასაქმებული ენერგოსისტემაში, ამ ენერგო სისტემასთან დაკავშირებით კახის და მის გარემოცვას ვპირდები ძალიან ბევრ სიურპრიზს, ეს არ არის პირველი შემთხვევა სადაც ნეპოტისტური ხე აქვთ. კახი, ირაკლი, ეს არ არის ბოლო შემთხვევა როცა თქვენ და თქვენ ოჯახის წევრებს და მეგობრებსაც გამხელთ კორუფციაში.”-აცხადებს ხაბეიშვილი ფეისბუქის პირდაპირ ეთერში.