ხმაური იყო ცოტა ხნის წინ პარლამენტში ბიუროს სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერი წევრები თინა ბოკუჩავა და სერგო რატიანი მივიდნენ.
მონათა ბაზარი გახდა პარლამენტი. იმიტომ არ შემოვდივართ და იმიტომ ვართ ბოიკოტის რეჟიმში, რომ ღირსად არ გთვლით მონათა ბაზარში მივიღოთ მონაწილეობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„მონათა ბაზარი გახდა პარლამენტი. პარლამენტი კი არ არის, მონათა ბაზარია მართლა. იმიტომ არ შემოვდივართ პარლამენტში და იმიტომ ვართ ბოიკოტის რეჟიმში, რომ ღირსად არ გთვლით მონათა ბაზარში მივიღოთ მონაწილეობა. აქ იმიტომ ვართ, რომ ჩვენი უფლებით ვისარგებლოთ და ივანიშვილის რეჟიმის პატიმრები მოვინახულოთ. აქ ბორკილებს რომ ათამაშებთ ბატონო არჩილ და შოუებს დგამთ, იცით რა უნდა გააკეთოთ? ციხეში უნდა შეგვიშვათ.ქალბატონი სოფიო აქ რომ ზის ხოლმე და დღეს წაბრძანდა ცოხეში, 6 თვე რატომ არ დაინტერესდა პოლიტპატიმრების ბედით? რატომ არ შემოუშვეს ზურაბ ბუდაღაშვილის და ბესიკ თამლიანის დედები? რატომ გვეჯიკავნენ სუს-ის წარმომადგენლების დავალებით რიგითები, სამ ქალს, ყავარჯნიან ქალს და დედას და არ გვიშვებდნენ პარლამენტში? მერე ქალბატონი სოფიო კილაძის დავალებით გაიცა საშვი იმიტომ, რომ ჩვენ მეორე რანგის დეპუტატები და მოქალაქეები ვართ ყველა, ვინც არჩილ თალაკვაძე არ არის, სოფიო კილაძე არ არის და ვინც ბიძინა ივანიშვილს არ ემონება და ამ მონათა ბაზარში არ უნდა მონაწილეობის მიღება”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.