ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის განცხადებას მოჰყვა. ლევან ხაბეიშვილმა მოსკოვის გამზირზე ე.წ ნავთლუხის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიისთვის ზონის სტატუსის ცვლილება გააპროტესტა, რაც საკრებულოში დღეს განიხილეს. ხაბეიშვილის განცხადებით, ტერიტორია, რომელიც საზოგადოებრივ-საქმიანი ზონაა, მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით საცხოვრებელი ზონა ხდება და ინვესტორს საშუალება ეძლევა 18, 9 სართულიანი კორპუსი ააშენოს. ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული ტერიტორია ახალ გენერალურ გეგმაში წითელი ხაზით არის შემოსაზღვრული და იქ მსგავსი მშენებლობები დაუშვებელია. ოპოზიციის წევრის ამ განცხადებას ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარის პროტესტი და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა ვიცე მერიც, რომელიც საკრებულოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდა, რომელიც ამბობს, რომ ფუნქცუირი ზონის ცვლილება განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით მოხდა. ირაკლი ხმალაძის თქმით,  ტერიტორიისთვის ფუნქციური ზონის ცვლილების საკითხი მერიამ გენგეგმის ჯგუფთანაც შეათანხმა.

დღსვე თბილისის მერიამ საკრებულოსგან კიდევ ერთი თანხმობა მიიღო. უწყება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საფინასო სექტორისგან 62 მილიონი ლარის ოდენობით სესხს იღებს. როგორც მერიასა და საკრებულოს უმრავლესობაში განმარტავენ, ეს სესხი თბილისის მთავრობას პროექტების შეუფერხებლ;ად განხორციელებისთვის სჭირდება, იქამდე ვიდრე ცენტრალური ბიუჯეტიდან 100 მილიონიან ტრანსფერს მიირებენ