ამ წუთებში ხმაურია “ევროპული საქართველოს” ოფისთან.,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები ,,ევროპული საქართველოს” ოფისთან აქციას მართავენ. ისინი გუშინ, პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებენ. თავდაპირველად აქტივისტები პარტიის ოფისთან არსებულ ერტ-ერტ კვების ობიექტში მივიდნენ, სადაც ელენე ხოშტარია იმყოფებოდა. მოგვიანებით მათ პარტიის ოფისთან გადაინაცვლეს.
“დატოვოს პარლამენტი რუსეთის აგენტმა ელენე ხოშტარიამ”-განაცხადა ადგილზე მყოფმა აქტივისტმა.
შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლის დროს საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.
აქტივისტებმა აქცია გუშინ გვიან ღამითაც გამართეს. ისინი შეცდომით ეკა ხოფერიას გადადგომას ითხოვდნენ.