ამ წუთებში ხმაურია გორში, სეტყვით დაზარალებულები სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩასვლას და მათთან შეხვედრას ითხოვენ. რამდენიმე წუთის წინ მათ სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს,პოლიციელებმა ამის საშუალება არ მისცეს,რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
სეტყვით დაზარალებულებმა მანამდე მათ გორის მერიასთან გამართეს საპროტესტო აქცია. ამის შემდეგ კი აქციის მონაწილეები ცენტრალური ავტომაგისტრალის გადასაკეტად გაემართნენ.
რამდენიმე დღის წინ სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტის ათზე მეტ სოფელს მოსავალი თითქმის მთლიანად გაუნადგურა. აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.