ხმაური მთავრობის ადმინისტრაციასთან-ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაძაბულობა და ფიზიკური დაპირისპირებაა. ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები ცდილობენ ადმინისტრაციის შესასვლელს ბოქლომი დაადონ, რის საშუალებასაც მათ ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევს. საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადებით, ყველა ვინც ეცდება მთავრობის ადმინისტრაციის მთავარ შესასვლელს ბოქლომი დაადოს, დაკავებული იქნება.