ხმაური პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე- სამოქალაქო აქტივისტები “სირცხვილიას“ წარწერებით მივიდნენ და კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს “გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით პოზიციის გამოხატვა მკაფიოდ მოსთხოვეს.
“72 დღეა დუმხართ და კითხვებს არ სცემთ პასუხს. ქალბატონო სოფო, 72 დღეა თქვენ ხართ სირაქლემას პოზიციაში და ემალებით პრობლემას! გაფრთხილებთ, გეუბნებით წინასწარ და შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ანონსი, დღეიდან ყოველდღიურად იგრძნობთ, რომ თქვენი საქციელი, ის რაც მოხდა 20 ივნისს და რაც ხდება მას შემდეგ, არის სირცხვილი“, – მიმართა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ კაკაბაძემ სოფო კილაძეს.
სოფო კილაძემ კი უპასუხა, რომ ის არის არა სამოქალაქო აქტივისტი, არამედ ელენე ხოშტარიას თანაშემწე. სამოქალაქო აქტივისტებსა და უმრავლესობის წევრებს შორის მცირე კამათი მოხდა, რის შემდეგაც მოძრაობის წევრებმა დეპუტატებს ფურცლები დაურიგეს წარწერით “სირცხვილია” და კომიტეტის სხდომა დატოვეს.
{{VIDEO}}