ხმაური პარლამენტთან-აქციის მონაწილეებსა და ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირებაა

პარლამენტის შენობასთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებსა და დეპუტატს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ადგილზე ვითარების განმუხტვას ამ წუთებში პოლიცია ცდილობს. სამართალდამცავებს ემზარ კვიციანი ადგილიდან გაჰყავთ

„დააკავეთ”- აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები ამ წუთებში კვიციანის დაკავებას ითხოვენ.