ხმაური რედისონში- „გაბედეს“ წევრებს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შენობა დაატოვებინეს

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება სასტუმრო რედისონში- “გაბედეს” წევრემა  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის მიერ  2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გააპროტესტეს.

„გაბედეს“ წევრები შეძახილებით აპროტესტებდნენ კომიტეტის ანგარიშის წარდგენას და აცხადებდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ შესაბამისი სანქციები უნდა დაწესდეს.

“ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ რეპრესიებს ატარებენ, ამ ადამიანების ნდობა არ შეიძლება და შესაბამისად ვითხოვთ სანქციებს ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღდეგ. ივანიშვილის წინააღმდეგ, თალაკვაძის წინააღმდეგ, გახარიას წინააღმდეგ და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ”- განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.