ხმაური საერთაშორისო კონფერენციაზე- პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი კონფერენციაზე დიპლომატებს დაუპირისპირდა.
“ამდენი ტყუილის გამო პასუხს აგებთ თქვენ”-მიმართა ინაშვილმა დიპლომატს. ინაშვილმა პროსტესტი გამოთქვა, რომ კონფერენციაზე მიწვეული არ იყო “პატრიოტთა ალიანსი”.
კონფერენციის ორგანიზატორებმა მედიის წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
დარბაზის დატოვებას ასევე სთხოვენ ირმა ინაშვილს. ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია.
“გუშინ ჩვენზე იყო საუბარი მთელი დღის მანძილზე. ბრალს გვდებდნენ, ცილს გვწამებდნენ. მოვედი აქ, რომ მომესმინა და შემდეგ რამდენიმე წუთით მოხსენება წამეკითხა. ხომ არ შეიძლება მხოლოდ შენ გდებდნენ ბრალს და შენ არ გქონდეს საშუალება, პასუხი გასცე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობდა, რომელიც ამ დროისთვის ჩაშლილია.
თბილისში მიმდინარე კონფერენციას ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენიც ესწრება.