დაპირისპირება პარლამენთან, დეპუტატ მერაბ ქვარაიას გამოცენას ადგიზლე დაპირისპირება მოჰყვა.
“მონა, მონა”- ამ შეძახილებით დახვდნენ პარლამენთან მომიტინგეები დეპუტატს.
ქვარაიას პარლამენტში შესვლა უნდოდა, თუმცა ის საკანონმდებლო ორგანოში აქციის მონაწილეებმა არ შეუშვეს.
სიტყვიერი დაპირისპირების გარდა, ადგილზე შეხლა-შემოხლაც მოხდა. საბოლოოდ, ქვარაიამ პარლამენტის ტერიტორია სამართალდამცავების დახმარებით დატოვა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ.