ხმაური თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე – ალეკო ელისაშვილს საკრებულოში არ უშვებენ

საკრებულოს წინ საპროტესტო აქციაზე ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეუწყდეს სადეპუტატო უბლებამოსილება “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრს ერეკლე კუხიანიძეს.

აქციაზე “სამოქალაქო მოძრაობის” წევრებთან ერთად იმყოფებიან “შეცვალე,” “გაბედე” და “სირცხვილიას” წევრები.

“ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ მოლაპარაკე და მოსიარულე ნაგავმა დატოვოს თბილისის საკრებულო, იმიტომ რომ ის იქ ყოფნით, აყროლებს და აბინძურებს იმ გარემოს, რაც თბილისის საკრებულოშია. არ შეიძლება ამ თავისი ამაზრზენი, მოღალატეობრივი და უსინდისო პოზიციის გამო ჩვენი გადასახადებიდან გადახდილი ფულით ხელფასს იღებდეს,” – განაცხადა “სამოქალაქო მოძრაობის” წევრმა ალეკო ელისაშვილმა.