ხმაური ზუგდიდში.თინა ბოკუჩავას უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

ზუგდიდში მე-9 საარჩევნო უბანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს თინა ბოკუჩავას ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. პოლიციის მოთხოვნას უბნის დატოვების შესახებ, თინა ბოკუჩავა არ დაემორჩილა, რასაც პოლიციის  მხრიდან ძალის გამოყენება მოჰყვა. 

საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, ირინე კარტოზიას განმარტებით, ბოკუჩავას ზედამხედველობის უფლება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში აქვს და არა უბანზე.