მარნეულის მე-5 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელი უბნიდან გააძევეს. როგორც კომისიის წევრი განმარტავს დამკვირვებელი კომისიის თავჯდომარეს მუშაობის საშუალებას არ აძლევდა.
გადაწყვეტილების მიუხედავად, ის უბნის დატოვებას არ გეგმავს და კომისიის წევრებს პოლიციის გამოძახებისკენ მოუწოდებს.
“თამარ მეტრეველი, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ხელს გვიშლის მუშაობაში. არის აგრესიული, ხმაურიანი, ყვირის და არ აძლევს კომისიის თავმჯდომარეს მუშაობის საშუალებას. გადაწყვიტა კომისიამ გაძევების საკითხი, მოაწერა ხელი 11-მა ადამიანმა”, — განმარტა კომისიის წევრმა.
უბანზე ამომრჩევლებს ამჟამად არ იღებენ. კომისიის წევრები ითხოვენ, რომ გაძევებულმა წევრმა უბანი დატოვოს.