ხულოს მერობის კანდიდატმა საარჩევნო უბანზე მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ პირადობის მოწმობა სახლში დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ხმის მიცემამდე “გაერთიანებული ოპოზიციის” მერობის კანდიდატი ხულოს #1 უბანზე შესასვლელში იცდიდა, ვიდრე პირადობის მოწმობებს მიუტანდნენ.
როგორც აღმოჩნდა მას პირადობის მოწმობა პიანინოზე დარჩა.
“მე ცვლილებებს მივეცი ხმა, უკეთეს მომავალს, საბოლოოდ, ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს” – განაცხადა მერობის კანდიდატმა.














