ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი „,მიცუბიშის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად „მერსედესის“ მგზავრი გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.