ხობში პოლიციის მაღალჩინოსნის სიმამრის სახლი გაქურდეს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ვაჟა სირაძის სიმამრის სახლი გაქურდესს.

ვაჟა სირაძის სიმამრი ლევან ქავთარაძე, რომელიც ხობის საკრებულოს წევრია , ქურდობის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ სახლიდან წაღებულია ნაღდი ფული და ძვირფასი ნივთები.

სამართალდამცველებს ამ დრომდე არ ჰყავთ დაკავებული ბოროტმოქმედი. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

“ვიღაც შემოვიდა სახლში, ალბათ სავარაუდოდ ღამის 3-4 საათისთვის, ყველას გვეძინა. სახლის პირველ სართულზე ასე ვთქვათ შემოიარა. რაც ზედაპირულად ნახა ის წაიღო. მცირედი თანხა და ერთი სამაჯური ვერცხლის. ხმაურმა გამაღვიძა. პოლიცია იყო მოსული. ჩანთა ეგდო იატაკზე. დედაჩემის დანაზოგი, ჰქონდა თავის ჩანთაში და ეს ჩანთა ეგდო იატაკზე, ამით მიხვდა,“-აცხადებს ქავთარაძე.