ხომ კარგად აკონტროლებთ ატოცში მიმავალ მანქანებს, ემანდ და ვინმე ჩვენთაგანი არ შეიპაროს ატოცში-დავით ქაცარავა ხელისუფლებას

“ძალა ერთობაშიას” წევრი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საოკუპაციო ზოლთან ვეღარ ახერხებენ, ამის საშუალებას მათ ქართველი სამართალდამცავები არ აძლევენ.

“მოგეხსენებათ, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობა ” ძალა ერთობაშია” ს დაეტოვებინა ატოცი.
უკვე 2 დღეა, ჩვენ ვერანაირი გზით ვეღარ ჩავდივართ ატოცში.
დღეს ღამე კი დაუდგენელმა პირებმა გატეხეს ის სახლი, სადაც ჩვენ 11 თვის განმავლობაში ვცხოვრობდით და სადაც ჩვენი პირადი ნივთები და აღჭურვილობა გვიდევს.
კიდევ იცავთ ბატონებო ატოცთან მისასვლელ გზებს?
ხომ კარგად აკონტროლებთ ატოცში მიმავალ მანქანებს, ემანდ და ვინმე ჩვენთაგანი არ შეიპაროს ატოცში?”-წერს ქაცარავა.