ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ დ.ღ.-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მას ასევე  გამოაკლდება 6 თვე, რომელიც მან პატიმრობაში  უკვე გაატარა და შესაბამისად ეს ვადა  მოხდილად ჩაეთვლება. 

ბრალდებული  დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს.