დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე, მიხეილ კალანდია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
“კურიერის” ინფორმაციით, კალანდია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია საქმის მთავარი მოწმეა, თუმცა იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე შეცვალა სასამართლოსთვის და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, ის არასანდო მოწმედ მიიჩნიეს.
სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის მკვლელობა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ პირებთან ერთად ჩაიდინა.