ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანის მიმართ განაჩენს სააპელაციო სასამართლომ უკვე გამოიტანა. საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას დაცვის მხარესთან ერთად, პროკურატურაც ასაჩივრებდა.
ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდბეულ გ.ბ-ს დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა უფლებადამცველი ამბობს, რომ მოსამართლემ მისჯილი სასჯელი დაამძიმა და 11 წელი და 3 თვე განსაზღვრა.
„ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა პირდაპირ მიუთითა, რომ გ.ბ-ს მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. დადუნაშვილის ეპიზოდში რასაც აპელირებდა დაცვის მხარე არ გაიზიარა და პირველი ინსტანციის სასამართლო კვლავ დატოვა ძალაში.
მაგრამ მოხდა ერთი გაურკვეველი რამ. გ.ბ-ს ჰქონდა 10 წელი და ექვსი თქვე მისჯილი და სასამართლომ ახალი განაჩენით გ.ბ-ს მიუსაჯა 11 წელი და სამი თვე.
სასამართლომ სიტყვა-სიტყვით აღნიშნა, რომ გ.ბ.ს მონაწილეობა არ მიუღია სარალიძის მკვლელობაში, ანუ რასაც ითხოვდა დაცვის მხარე სარალიძესთან ეპიზოდთან დაკავშირებით გაიზიარა სასამართლომ, უბრალოდ ცოტა გაუგებარია, რატომ დაამძიმა სასჯელი, “-აცხადებს საქმის პროკურორი.