ხოშტარიას ქალის სახე აქვს დაკარგული, ქალი უნდა იყოს კდემამოსილი – ამ განცხადებას გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აკეთებს და ევროპული საქართველოს ლიდერს, ელენე ხოშტარიას ზნედაცემულსა და “ქალის სახედაკარგულს” უწოდებს.
რაზმაძემ თავდაპირველად ხოშტარიას შესახებ ფეისბუქგვერდზე პოსტი დაწერა შEმდეგ კი ჟურნალისტებთანაც დააკონკრეტა რას გულისხმობდა.
“მაგის საქციელი, საუბარი, შეურაცხყოფები არაფერში არ ჯდება… ზნედაცემულობა, რომელიც მე ვთქვი, ძალიან იოლი და მოფერებითი სიტყვა იყო”, — განაცხადა რაზმაძემ.