ხუნდაძის ახალი ინიციატივა-დეპუტატი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს

“დროა გამოვასწოროთ შეცდომა”- “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ითხოვს, რომ ქვეყანა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავიდეს.

„მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად, რომელსაც, დარწმუნებულნი ვართ, უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს, იმ იმედით, რომ ამ, ყველაზე დემოკრატიულ და სახალხო საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქვეყანამ უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლოს“ ,- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ხუნდაძე ამბობს, რომ მის ინიციატივას მხარს მერაბ ქვარაია და დაჩი ბერაიაც უჭერენ.