ხურჩაში, საგუშაგოზე წვევამდელი დაიჭრა

ხურჩაში საოკუპაციო ხაზთან მოწყობილ საგუშაგოზე წვევამდელი დაშავდა. მას ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.