ხურვალეთში რუსი სამხედროების გადაადგილება შეიმჩნევა. ვითარების გასარკვევად ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა. პოლიციას დაკეტილი აქვს ხურვალეთში შესასვლელი გზა და გადაადგილების საშუალებას არავის აძლევს. მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების გამო მიიღეს.














