ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ

ხურვალეთში რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს.

სამართალდამცველები ჟურნალისტებს სოფელში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.