ხვალ 14:00 საათზე მანქანის სიგნალების აქცია გაიმართება.
კოლონა რეპუბლიკის მოედნიდან დაიძვრება და შსს-სკენ გაემართება.
გარდა ამისა აქვიის მონაწილეები ყველა მძღოლს მოუწოდებენ, სადაც არ უნდა იყვნენ ხვალ, ზუსტად 14:00 საათზე შეაჩერონ მანქანა და დაასიგნალონ.
აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
„ხვალ, 14:00 საათზე ავტოკოლონა, რომელიც იღებს სათავეს რესპუბლიკის მოედნიდან და ჩადის შინაგან საქმეთა სამინისტრომდე სიგნალით. ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით. ვინც ქუჩაში იქნებით, გააჩერეთ მანქანა და დაასიგნალეთ. ვაჩვენოთ რამდენი ვართ მთელი საქართველოს მასშტაბით“,- განაცხადა ორგანიზატორმა.