დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის გამართავას აპირებს. ამის შესახებ, მამალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
“როგორც უკვე მოგახსენეთ, გადავწყვიტე პროტესტის განსხვავებულ ფორმებს მივმართო. ხვალ 15 ოქტომბერს 16 საათზე აქციას ვატარებ იქ, სადაც საქართველოს მრავალი ოჯახის უბედურების სათავეა – ბიძინა ივანიშვილის კოლბასთან. მამა გიორგის განადგურების იდეას რეზოლუცია სწორედ იქ დაედო. ამ აქციით უმდიდრეს ბოროტ ადამიანს შევახსენებ, რომ არ ვნებდებით და არ გვეშინია მისი. ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ ოლიგარქის მიერ დაჩაგრულ თითოეულ მოქალაქეს“, – წერს თორნიკე მამალაძე.