ხვალ ჩემი გუნდით შეიძლება ოპოზიციაში ვიყო- ეს განცხადება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
„ჩემთვის არ არის მიღებული დესტრუქციული ქმედებები. მე ვფიქრობ, რომ კონსტრუქციულობა არის მნიშვნელოვანი ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მე დღეს ხელისუფლებაში ვარ, ხვალ შეიძლება ოპოზიციაში ვიყო ჩემი გუნდით, ჩემი პარტიით, მაგრამ არასდროს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ წავალთ, არასდროს ვიქნებით დესტრუქციულები.ყოველთვის გამოვდიოდით, გამოვდივართ და გამოვალთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,“ – განაცხადა კალაძემ.