NDI-მ კვლევები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ყველაზე მეტ ხმას 17%-ს “ქართულ ოცნება” მოაგროვებდა, 14%-ს – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობა”, 3%-ს “ევროპული საქართველო” და ასევე 3%-ს – “პატრიოტთა ალიანსი”.
გამოკითხულთა უმრავლესობა – 27% აცხადებს, რომ არ იცის, რომელ პარტიას დაუჭერდა მხარს. 16%-მა ამბობს, რომ არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 12%-მა კი პასუხის დაფიქსირებაზე უარი განაცხადა.
კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება
არცერთი პარტია – 37%
“ქართული ოცნება” – 21%
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- 15%
“ევროპული საქართველო” – 4%
“პატრიოტთა ალიანსი” – 3%
6 %-მა არ იცის და ასევე 6% უარს აცხადებს პასუხზე.
NDI-ის კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდშია ჩატარებული, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის (კვლევა ოკუპირებული ტერიტორიებზე არ ჩატარებულა). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. ცდომილების ზღვარი +/- 2.3 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.