{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა ხვალ, 27 დეკემბერს 12:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე სავარაუდოდ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის მხარდაჭერის საკითხსაც განიხილავენ, თუმცა საპატრიარქოში თემის დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ.
პრეს-სამსახურში ამბობენ, რომ სხდომის დღის წესრიგი ცნობილი არ არის.
2018 წლის შემოდგომაზე მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ რუსეთის საპატრიარქოსგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ გამოუთქვამს. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას საჯარო განცხადებებით მიემხრო სინოდის წევრთა ნაწილი. მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომას, რომელიც 12 საათზეა დანიშნული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს.